|
2023-04-21 17:49:31, 693 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე დეგნანზე - დღემდე არ თვლის ხალხს ღირსად, წარმოადგინოს სანქცირების მტკიცებულებები
კვლავაც ვითხოვთ მტკიცებულებების წარმოდგენას, თუმცა ხედავთ, რომ დღემდე ელჩი არ თვლის ქართველ საზოგადოებას ღირსად, წარმოუდგინოს მას მტკიცებულებები, რომ ეს დაკავშირებულია 4 მოსამართლის დასანქცირებასთან,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, მტკიცებულებების გარეშე, ქართველი მოსამართლეების დასანქცირება შეუძლებელია. "ჩვენ კვლავაც ვითხოვთ მტკიცებულებების წარმოდგენას, თუმცა ხედავთ, რომ დღემდე ელჩი არ თვლის ქართველ საზოგადოებას ღირსად, წარმოუდგინოს მას მტკიცებულებები, რომ ეს დაკავშირებულია 4 მოსამართლის დასანქცირებასთან, რაც ჩვენთვის, ბუნებრივია, კატეგორიულად მიუღებელია. ეს არის არასწორი დამოკიდებულება ქართული საზოგადოების მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ. არ შეიძლება, მტკიცებულებების გარეშე, ქართველი მოსამართლეების დასანქცირება. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, აქედან გამომდინარე, კვლავაც პრინციპულად ვითხოვთ მტკიცებულებებს მისი მხრიდან, თუმცა დღემდე არის დუმილი ამასთან დაკავშირებით",- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, დღეს, 19 აპრილს პარლამენტში მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ გაიმართა. პლენარულ სხდომაზე კვორუმი არ შედგა, რადგან "ქართული ოცნების" დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს. აღსანიშნავია, რომ 18-19-20 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ასევე კვორუმის არ არსებობის გამო არ გაიმართა. მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 4 ქართველ მოსამართლეს სანქციები დაუწესა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)