|
2023-04-21 11:25:35, 843 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - გვარამიას შეწყალებაზე მოთხოვნის არ გათვალისწინება ევროპული მომავლისთვის დიდი დარტყმა იქნება
ნიკა გვარამიას შეწყალებაზე მოთხოვნის არ გათვალისწინება იქნება დიდი დარტყმა ევროპული მომავლისთვის,- ამის შესახებ პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიგინგზე განაცხადა. ხოშტარიას თქმით, დღეს პრეზიდენტს აქვს კიდევ არჩევანი - წავიდეს "ქართული ოცნების" მიმართულებით და დაუპირისპირდეს მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო და ადამიანის უფლებების ორგანიზაციას, თუ მიიღოს ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება და შეიწყალოს ნიკა გვარამია. „ეს ხდება შუალედური შეფასების წინ, რომელიც იქნება მაისში, რომელიც პირდაპირ გავლენას იქონიებს ახლა, ერთი წლის თავზე, ჩვენ ევროპულ პერსპექტივაზე. ევროპულ პერსპექტივასთან კავშირი წერია ამ წერილშიც და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არ გათვალისწინება მსგავსი ორგანიზაციების მოთხოვნის, იქნება კიდევ ერთი ძალიან დიდი დარტყმა ჩვენი ევროპული მომავლისთვის. დღეს პრეზიდენტს აქვს კიდევ ერთი დილემა და კიდევ ერთი არჩევანი, ისევ წავიდეს "ქართული ოცნების" მიმართულებით და დაუპირისპირდეს მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო და ადამიანის უფლებების ორგანიზაციას, თუ მიიღოს ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება და შეიწყალოს ნიკა გვარამი. ეს არჩევანი მასზეა, ეს პასუხისმგებლობა მასზეა, მე არ ვაპირებ თხოვნებს და მიმართვებს, მან ეს ძალიან კარგად იცის, მაგრამ მე მინდა მივმართო ყველა ორგანიზაციას, ყველა პარტიას, ყველა ადამიანს, ვინც დღეს ზრუნავს ამ კრიტიკულ მომენტში ჩვენ ევროპულ მომავალზე, დღეს არის ისევ კონსოლიდაციის და მოქმედების დრო", - განაცხადა ხოშტარიამ. მისივე თქმით, აგრძელებენ კონსულტაციებს ყველა ორგანიზაციასთან და პარტია მზადაა, ყველანაირი მოქმედებისთვის, მათ შორის აქციისა და პროტესტისთვის. „ჩვენი კონსულტაციები გრძელდება ყველა ორგანიზაციასთან. მთავარი მოქმედი პირი და ინიციატორი არის „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა“. ჩვენ კიდევ ერთელ ვადასტურებთ, რომ მზად ვართ ყველანაირ მოქმედებაზე, იმისთვის, რომ არ დავაგვიანოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივის დაცვის საკითხში და გადავიდეთ კონკრეტულ ქმედებებზე - იქნება ეს აქცია, პროტესტი თუ სხვა და სხვა ფორმა, რომელმაც შედეგი უნდა გამოიღოს - ნიკა გვარამიას შეწყალება“,- დასძინა ხოშტარიამ.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)