|
2023-04-20 21:11:57, 875 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე კომისიის შექმნის ჩავარდნაზე - ეს არის დასტური, რომ ბიძინას სალამურზე მოცეკვავე მოსამართლეები და ჩაწყობილი საქმეები გაგრძელდება
"ქართული ოცნების" ქცევა პარლამენტში არის არა მარტო კონსტიტუციისა და ამომრჩევლის უფლებების დარღვევა, არამედ სრული ლუსტრაცია იმისა, როგორ მფარველობენ სასამართლო კლანს, რომელიც "ოცნების" რიგებში წინა ხელისუფლებიდან გადმოიპორტირეს, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ქცევა არის იმის დასტური, რომ მათი მმართველობის პირობებში, ჩვენს ქვეყანას სამართლიანი სასამართლო ვერ ეღირსება. "ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკური მარცხი. ეს არის იმის დასტური, რომ "ოცნების" მმართველობის პირობებში, ჩვენს ქვეყანას ვერ ეღირსება სამართლიანი სასამართლო. ეს არის იმის დასტური, რომ გაგრძელდება პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ჩაწყობილი საქმეები და ბიძინას სალამურზე მოცეკვავე მოსამართლეები. დროა, მოსამართლეებმა, რომლებიც კლანის წევრები არ არიან და რომლებისთვისაც ღირებულია ის პროფესია, რომელსაც პატიოსნად ემსახურებიან, ხმა აიმაღლონ. ქართულმა საზოგადოებამ ყველაფერი იცის. დროა, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი", - განაცხადა ხაზარაძემ. შეგახსენებთ, მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 4 ქართველ მოსამართლეს სანქციები დაუწესა. დღეს კი პარლამენტში მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა მესამედ ვერ შედგა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)