|
2023-04-20 12:32:11, 878 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირი და ევროპის საბჭო საქართველოში ახალ პროექტებს იწყებენ
ევროკავშირი და ევროპის საბჭო „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის" მესამე ეტაპის (2023-2027) ფარგლებში ახალ პროექტებს იწყებენ. ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს თანადაფინანსებით, საქართველოში ოთხი პროექტი განხორციელდება, რომელთა ბიუჯეტი 3 მილიონ ევროს შეადგენს. საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ცნობით, ახალი პროექტები პროგრამის წინა ეტაპების შედეგების საფუძველზეა შემუშავებული და მისი მიზანია, დაეხმაროს ხელისუფლებას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზაციაში, მხარი დაუჭიროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლას, ხელი შეუწყოს ინსტიტუციური და ოპერატიული ჩარჩოების გაძლიერებას და ბრძოლას კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ. "გარდა ამისა, „პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის" პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს თანხვედრას ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დღის წესრიგთან, რაც ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობით მიიღწევა. დამატებით, რეგიონულ დონეზე განხორციელდება სამი პროექტი, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს - ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლა, თანასწორობის ხელშეწყობა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა და ქალთა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა", - ნათქვამია საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აღსანიშნავია, რომ „პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის" პროგრამის სამომავლო პროექტები საზოგადოებას ადგილობრივი მმართველი კომიტეტის პირველ სხდომაზე წარედგინა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)