08:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 12:17:42, 1545 ნახვა

ომი უკრაინაში
დანია და ნიდერლანდები უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს გადასცემენ

დანია და ნიდერლანდები უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს გადასცემენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი DR.dk-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტანკების გადაცემასთან დაკაშვირებით განცხადება დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა და თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ტროელს ლუნდ პულსენმა გააკეთეს.

"ჩვენ ვსაუბრობთ დანიის მხრიდან დიდ შემოწირულობაზე ნიდერლანდებთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, უკრაინას გადავცემთ 14 Leopard 2-ის ტანკს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც ემატება უკვე გამოცხადებულ 100-მდე მეორადი Leopard 1 მანქანას,- განაცხადა რასმუსენმა.

გამოცემის ცნობითვე, პულსენმა აღნიშნა, რომ  14 Leopard 2 უკრაინას 2024 წლის დასაწყისში მიეწოდება.

გარდა ამისა, პულსენმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ 2023 წლის ბოლომდე უკრაინაში მინიმუმ 80 Leopard 1 ტანკს მიაწვდის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics