|
2023-04-20 11:02:43, 831 ნახვა
საზოგადოება
„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა“ - ვიწყებთ მუშაობის ახალ ეტაპს - გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მაქსიმალური წნეხი უნდა შევუქმნათ
სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიუხედავად საზოგადოებაში არსებული მოლოდინისა, წინასააღდგომოდ არ შეიწყალა ნიკა გვარამია და ამ ბერკეტის არგამოყენებითა და უმოქმედობით, პრაქტიკულად, თანამონაწილე გახდა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებებისა, - ამის შესახებ "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის" წარმომადგენლებმა განაცხადეს. მათი თქმით, მოძრაობა გააგრძელებს კოორდინირებულ მუშაობას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსსა და ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რათა "მაქსიმალური წნეხი" შეუქმნან გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. "16 მაისს სრულდება ერთი წელი, რაც ნიკა გვარამია იმყოფება უკანონო პატიმრობაში. ამ განაჩენის გამოტანით, ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, დაგვაშორა ჩვენს ევროპულ მომავალს, მოახდინა ევროკავშირის წევრობის საბოტაჟი. დღეს ნიკა გვარამიას გათავისუფლება იმ 12 რეკომენდაციიდან მე-7 რეკომენდაციას წარმოადგენს. ნიკა გვარამიას განაჩენი არის ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობის კლასიკური დადასტურება და ჩვენ რამდენიმე დღის უკან ვიხილეთ, რომ აშშ-მა დაასანქცირა ოთხი მოსამართლე, რაც რეალური დადასტურებაა იმისა, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ გაგვაჩნია. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიუხედავად საზოგადოებაში არსებული მოლოდინისა, წინასააღდგომოდ არ შეიწყალა ნიკა გვარამია. სალომე ზურაბიშვილი, ამ ბერკეტის არგამოყენებითა და უმოქმედობით, პრაქტიკულად, თანამონაწილე გახდა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებებისა, ახანგრძლივებს ნიკა გვარამიას პატიმრობას და ზიანს აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამ კონტექსტში, მიგვაჩნია, რომ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა 18 აპრილს ევროპარლამენტში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმება პრეზიდენტის მხრიდან. ჩვენი მოძრაობა იწყებს მუშაობის ახალ ეტაპს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, ასევე, ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან კონსულტაციას, რათა კოორდინირებული მუშაობით, მაქსიმალური წნეხი მივაყენოთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და ვაიძულოთ ისინი, რომ უმოკლეს ვადაში გაათავისუფლონ ნიკა გვარამია", - განაცხადეს "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის" წევრებმა. ცნობისთვის, "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა" 16 თებერვალს დაფუძნდა. მოძრაობა ტელეგადაცემიდან - "რა? სად? როდის?" ინტელექტუალებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლების ნაწილმა დააფუძნა. მათი მთავარი მიზანი გვარამიას საპატიმროდან დროული გათავისუფლებაა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)