03:32 - 24 Jul, 2026
|
2023-04-18 15:09:43, 746 ნახვა
პოლიტიკა
„რეფორმების ჯგუფი“ ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებს
ვიბარებთ შინაგან საქმეთა მინისტრს იმისთვის, რომ მობრძანდეს და კითხვებზე პასუხი გასცეს,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. თეონა აქუბარდიამ დეპუტატებს სასაზღვრო პოლიციაში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის 2019-2020 წლების დასკვნა გააცნო. მისი თქმით, ვითარება არ შეცვლილა 2022 წელსაც. „გაკვირვებული ვარ შინაგან საქმეთა მინისტრის უპასუხისმგებლობით, მაშინ როდესაც ის პარლამენტში გამოსვლისას საუბრობდა, რომ პრიორიტეტია საზღვრის დაცვა და ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობს და აუდიტის ასეთი დასკვნა მოდის აქ",- განაცხადა აქუბარდიამ. მისივე თქმით, სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „რეფორმების ჯგუფი" ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებს.
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)