09:55 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-15 14:22:25, 1575 ნახვა

ომი უკრაინაში
პრიგოჟინი - რუსეთის მხრიდან უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დასრულების გამოცხადება იდეალური ვარიანტია

რუსეთის მხრიდან უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დასრულების გამოცხადება იდეალური ვარიანტია, - ამის შესახებ სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა.

მისივე თქმით, "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნები მიღწეულია, რაც მოიაზრებს უკრაინის აქტიური მამაკაცების დიდი ნაწილის განადგურებას, მოსახლეობის ნაწილის დაშნებას და უკრაინის დიდი ნაწილის დაპყრობას, აქედან გამომდინარე, როგორც თავად აღნიშნავს, რუსეთს შეუძლია წარადგინოს ანგარიში, რომ "სამხედრო ოპერაციის" ამოცანები შესრულებულია.

„ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის დღეს აუცილებელია სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში რამე მსხვილი წერტილის დასმა. იდეალური ვარიანტია სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულების გამოცხადება, ყველასთვის იმის შეტყობინება, რომ რუსეთმა მიაღწია შედეგებს, რომლებსაც გეგმავდა და, გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენ ნამდვილად მივაღწიეთ მათ. ჩვენ გავანადგურეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლების უდიდესი რაოდენობა და შეგვიძლია, საკუთარი თავის წინაშე წარვადგინოთ ანგარიში, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანები შესრულებულია“, - წერს პროგოჟინი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics