11:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-14 10:36:54, 1545 ნახვა

ომი უკრაინაში
ნულანდი - აშშ-ს გაყინული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის აღსადგენად სურს

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, აშშ განიხილავს, რომ გაყინული რუსული აქტივები უკრაინის უნფრასტრუქტურის აღსადგენად გამოიყენოს.

ნულანდის თქმით, სახელმწიფოები მოკავშირეებთან ერთად განიხილავენ თუ როგორ მოიზიდონ რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული 300 მილიარდი აშშ დოლარი.

"სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ რუსეთმა გადაიხადოს იმისთვის, რაც გაანადგურა.

სახელმწიფოები, მოკავშირეებთან ერთად, განიხილავენ, თუ როგორ მოიზიდონ რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის გაყინული 300 მილიარდი დოლარი",- განაცხადა ნულანდმა.

მისივე თქმით, აშშ-ს კონგრესის მხარდაჭერით, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტს აქვს ახალი უფლებამოსილება, გამოიყენოს რუსი ოლიგარქებისგან ჩამორთმეული უკანონო აქტივები უკრაინის აღდგენის მიზნით.

„თებერვალში ჩვენ გამოვაცხადეთ პირველი ტრანში 5,4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ამ უფლებამოსილებისთვის და მოგვიანებით იქნება მეტი განცხადებები“,- დასძინა ნულანდმა.

ცნობისთვის, 13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ უკრაინა 2023 წლის განმავლობაში იაპონიისგან 3,5 მილიარდ დოლარს მიიღებს. აღნიშნული თანხები განკუთვნილია ჰუმანიტარული და სოციალური ხარჯების დასაფინანსებლად. 

გარდა ამისა, უკრაინისთვის გრძელვადიანი ფინანსური დახმარების გაწევისთვის ასევე მზადაა შვეიცარიაც. საუბარია 1,7 მილიარდი დოლარის მიწოდებაზე, რომელიც მას 2028 წლამდე უნდა გადაეცეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics