|
2023-04-13 15:06:27, 899 ნახვა
საზოგადოება
2023 წლის იანვარ-მარტში, საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დაჯამებული მონაცემებით, 2023 წლის პირველ სამ თვეში, საქართველოს აეროპორტები 1 050 864 მგზავრს მოემსახურა, რაც 33%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოს აეროპორტებში დაფიქსირებული მგზავრთნაკადი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას 3%-ით აღემატება. "2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 713 660 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-ს შეადგენს. ამასთან, მგზავრთნაკადის აღნიშნული მაჩვენებლით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 89%-ით დაუბრუნდა 2019 წლის პირველ სამ თვეში დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 253 073 მგზავრი. მგზავრთნაკადის ზრდა 2022 წლის პირველ კარტალთან შედარებით 108%-ს შეადგენს. ამასთან, იანვარ-მარტში მიღებულ მგზავრთა მაჩვენებელი 61%-ით აღემატება აეროპორტის მიერ, 2019 წლის პირველ სამ თვეში მიღებული მგზავრების რაოდენობას. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 77 077 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 13%-ია, ხოლო 2019 წლის იანვარ-მარტთან მიმართებაში 49%-ი. მგზავრთნაკადის ზრდის დადებითი დინამიკაა ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებში. მესტია 2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით 2 494 მგზავრს მოემსახურა, რაც 77%-ით მეტია ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა და 100%-ით აღემატება პანდემიამდე, 2019 წლის პირველ კვარტალში მიღებული მგზავრების რაოდენობას. ამბროლაურის აეროპორტმა 254 მგზავრი მიიღო, რაც 9%-ით ნაკლებია, 2022 წლის იანვარ-მარტში მომსახურებული მგზავრების რაოდენობაზე და 30%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობაზე. 2019 წლის იანვარ-მარტთან შედარებით, ნატახტარის აეროპორტში მგზავრთნაკადი 231%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის პირველ კვარტალთან მიმართებაში ზრდა 183%-ს შეადგენს. აეროპორტი 4 306 მგზავრს მოემსახურა. 2023 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 4 839 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 3 802-ს, ხოლო ჩარტერების - 1 037-ს. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 22%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, აღდგენის მაჩვენებელი 93%-ს შეადგენს", - აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაში.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)