|
2023-04-12 19:26:57, 1079 ნახვა
პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი ე.წ. ქოლცენტრებზე - წარმოუდგენელია, მაღალი რანგის სამართალდამცავები არ მფარველობდნენ ამ უკანონო ქმედებას
წარმოუდგენელია, მაღალი რანგის სამართალდამცავები არ იყვნენ ჩართულნი, ან არ მფარველობდნენ ამ უკანონო ქმედებას, - ასე გამოეხმაურა პარტია "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი, კახა ოქრიაშვილი BBC-ის ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სტატიას, სადაც, თაღლითური სქემის ერთ-ერთ მონაწილედ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული. მისივე თქმით, მოცემული თემის ირგვლივ უნდა ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს ორი რამ, ვისია ე.წ. ქოლცენტრები და როგორ მოხდა, რომ ეს უკანონო საქმიანობა წლების განმავლობაში საქართველოს ტერიტორიიდან ხორციელდება. "ვეხმაურები ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებულ საკითხს, რომელიც BBC-ს პლატფორმამ გაავრცელა. ამავე პლატფორმაზე აღწერილია, თუ რას საქმიანობენ რეალურად ქოლცენტრები და სხვადასხვა მაქინაციებით, როგორც იპარავენ ძირითადად ევროპელი პენსიონერების ანგარიშებიდან დანაზოგებს. ამ თემაზე უნდა ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს ორი რამ, რაზეც მეც და საზოგადოებასაც კითხვები გვიჩნდება: 1. ვისია ე.წ. ქოლცენტრები. 2. როგორ მოხდა, რომ ეს უკანონო და სამარცხვინო საქმიანობა წლების განმავლობაში საქართველოს ტერიტორიიდან ხორციელდება?! საზოგადოებას ახსოვს, რომ საქართველოში პირველი ქოლცენტრები, მასობრივად, 2018-2019 წლებში გამოჩნდა და როგორც ვიცით, დღემდე ფუნქციონირებს. BBC-ს პლატფორმაზე ჩანს ისიც, რომ მილიარდ დოლარზე მეტი თანხაა გატაცებული. ამ ბნელ ისტორიაში ნათელია ერთადერთი რამ - საქართველოს ტერიტორიიდან მიმდინარეობს ევროპელი პენსიონერების ძარცვა! და სად არიან ამ დროს სამართალდამცავები?! საინტერესოა, ჩვენს პატარა ქვეყანაში, სადაც ყველაფერი კონტროლდება და ყველამ ყველაფერი იცის, როგორ „გამოეპარათ“ ქოლცენტრების არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე", - განაცხადა ოქრიაშვილმა. ცნობისთვის, BBC-იმ ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მონაწილედ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)