|
2023-04-12 11:52:34, 1853 ნახვა
პოლიტიკა
BBC აქვეყნებს ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელშიც პენსიონერების გაძარცვის სქემასთან დაკავშირებით დავით კეზერაშვილია ნახსენები
BBC ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სტატიას აქვეყნებს. როგორც სტატიიდან ირკვევა, აღნიშნული სქემის საშუალებით, პენსიონერების და რიგითი ინვესტორების თანხის მითვისება მოხდა, თაღლითური ქსელი კი, მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც მოქმედებდა. უფრო კონკრეტულად კი, ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლების იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი, მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ. BBC სტატიაში საუბრობს იმ პირებზე, რომლებიც აღნიშნულ სქემაში მონაწილეობდნენ და მათ შორის საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილსაც ასახელებს. მედიასაშუალების ინფორმაციით, საგამოძიებო მასალაზე მუშაობისას, ჟურნალისტებმა, სქემაში ჩართული Milton group-ის კომპანიებს შორის კავშირის დასადგენად, ხელმისაწვდომი კორპორაციული დოკუმენტების შესწავლა დაიწყეს, რა დროსაც 5 სახელი - დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი გამოიკვეთა. BBC-ის ცნობით, პირები, რომლებიც Milton-ის სავაჭრო პლატფორმის ან მხარდამჭერი ტექნიკური კომპანიების ხელმძღვანელებად იყვნენ მითითებული, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან არიან დაკავშირებული. დასახელებული პირებიდან 4 კი, ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი მედიასაშუალებამ „პანამა ფეიფერის“ დოკუმენტებშიც მიაგნეს. "არ არსებობდა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილს Milton-ის ქსელთან აკავშირებდა, მაგრამ როდესაც ჩვენ გადავხედეთ პანამის დოკუმენტებს, მისი სახელი ისევ გაჩნდა, სადაც ის იდენტიფიცირებული იყო როგორც მშობელი კომპანიის დამფუძნებელი, ან კომპანიის ერთ-ერთი მეწილე. როდესაც საქმე Milton-ის ჯგუფს ეხებოდა, ასევე არ არსებობდა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია, რომელიც კეზერაშვილის თაღლითურ კომპანიებთან კავშირს ან Milton-ის ბრენდებთან მის პირდაპირ ფინანსურ ინტერესს დაადასტურებდა, მაგრამ Milton-თან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კონფიდენციალურად გვითხრა, რომ მათ კეზერაშვილთან პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ და იცოდნენ, რომ იგი Milton Group-ში იყო ჩართული", - ნათქვამია სტატიაში. როგორც BBC წერს, დავით კეზერაშვილი ხშირად უწევს რეკლამას თაღლითური სავაჭრო პლატფორმების პოპულარიზაციას სოციალური მედიის პირად ანგარიშებზე. ბიზნესქსელის საიტზე - LinkedIn-ზე მან სამუშაო ადგილების პოპულარიზაციისა და Milton-თან დაკავშირებული კომპანიების შესახებ ინფორმაციის გასაზიარებლად, თავისი ანგარიში გამოიყენა. BBC-მ შეძლო ეპოვნა არაერთი სხვა მტკიცებულება, რომ კეზერაშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიები იყენებდნენ ელექტრონული ფოსტის იმ კერძო სერვერს, რომელთან წვდომაც მხოლოდ თაღლითობაში ჩართულ Milton-ის ჯგუფის კომპანიებს ჰქონდათ. გარდა ამისა, კომპანია Infinity VC, ფლობდა ბრენდინგს და ვებდომეინებს სხვადასხვა კომპანიებისთვის, რომლებიც სავაჭრო პლატფორმის ტექნოლოგიას თაღლითებისთვის უზრუნველყოფდნენ. "კეზერაშვილი ასევე ფლობს კიევის საოფისე შენობას, სადაც განთავსებული იყო როგორც თაღლითური ქოლცენტრი, რომელიც ყიდის EverFX-ს, ტექნიკურ ფირმებს, რომლებიც უზრუნველყოფდნენ პროგრამულ უზრუნველყოფას - ეს არის ოფისები, რომლებიც პოლიციამ დაარბია ნოემბერში. ის ასევე ფლობს თბილისის საოფისე ბლოკს, რომელიც იმავე ტექნიკურ ფირმას შეიცავდა", - ნათქვამია საგამოძიებო სტატიაში. როგორც BBC წერს, კეზერაშვილს სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ 45 საერთო მეგობარი ჰყავს Milton-ის ჯგუფთან დაკავშირებულ პირებთან, თაღლითურ სქემაში ჩართული ერთ-ერთი პირი კი, მისი ნათესავია. BBC-ის ცნობით, კეზერაშვილისგან კომენტარის მიღების მიზნით, ჟურნალისტები ლონდონში მდებარე მის სახლში მივიდნენ. მან, ადვოკატის საშუალებით, თაღლითურ სქემასთან კავშირები უარყო.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)