|
2023-04-10 12:11:11, 927 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე - აქციაზე არ ვყოფილვარ, მაგრამ უფრო მეტ მობილიზაციას ველოდი
მე არ ვყოფილვარ გუშინდელ აქციაზე, მაგრამ რაც ვნახეთ, გაცილებით უფრო დიდი რაოდენობის მობილიზაციას ველოდი, - ასე აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე გუშინ, 9 აპრილს გამართულ აქციას სახელწოდებით რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით ჩატარდა. დეკანოიძის თქმით, მზადება, რომელიც ამ აქციასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა, უფრო მეტი მობილიზაციის იმედს იძლეოდა. "მე ძალიან კარგად ვიცი, ვინ არის ოპოზიცია, ვინ ებრძვის ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი ხანია, 2012 წლიდან, ვის მიაჩნია იგი საფრთხედ და ძალიან კარგად მაქვს წარმოდგენილი როგორი უნდა იყოს ეს ქვეყანა მომავალში, დაცლილი სხვადასხვა გავლენებისგან, კოალიციური მთავრობით და ერთპარტიული მმართველობის გარეშე. მე არ ვყოფილვარ გუშინდელ აქციაზე, მაგრამ რაც ვნახეთ, გაცილებით უფრო დიდი რაოდენობის მობილიზაციას ველოდებოდი მე პირადად სამი კვირით ადრე, ამ მომზადების პერიოდში", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. შეგახსენებთ, გუშინ, 9 აპრილს "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით, აქცია სახელწოდებით "ერთად ევროპაში" გაიმართა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა აქციის მონაწილეებს 4 ძირითადი მოთხოვნა გააცნო. როგორც ხაბეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მთავარ მოთხოვნათა შორის, ლაზარე გრიგორიადისის, მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, აშშ-ის მიერ დასანქცირებული მოსამართლეების გადადგომა და 12 პუნქტის შესრულებაა.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)