|
2023-04-06 12:40:40, 838 ნახვა
პოლიტიკა
მაჭარაშვილი სანქციებზე - მეტი მოწოდება, რომ აკონტროლონ ქართული მართლმსაჯულება, აღარ არსებობს
მეტი მოწოდება, რომ აკონტროლონ ქართული მართლმსაჯულება, აღარ არსებობს, - ასე ეხმაურება მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას. მაჭარაშვილის თქმით, ასეთი გზავნილები პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ აშშ საქართველოს ვერ ხედავს როგორც სუვერენულ, შემდგარ სახელმწიფოს. "მეტი როგორღა უნდა თქვას შეერთებულმა შტატებმა, რომ მათ უნდათ, კონტროლი დაამყარონ ქართულ მართლმსაჯულებაზე. უკვე საზოგადოებასაც აღარ ეპარება ეჭვი. პირდაპირ ამბობენ იმიტომ, რომ თქვენ არ ნიშნავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენ გეუბნებითო; იმიტომ, რომ არ ნიშნავთ ისეთ მოსამართლეებს, ვისზეც ჩვენ გეუბნებით და იმიტომ, რომ იღებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც არ მოსწონს შეერთებულ შტატებს და იბარებ საელჩოში, ამიტომ დასანქცირდებითო. მეტი მოწოდება, რომ აკონტროლონ ქართული მართლმსაჯულება, აღარ არსებობს. აქ მთავარი გზავნილია კიდევ, ისინი საქართველოს ვერ ხედავენ, როგორც შემდგარ სახელმწიფოს და სუვერენულ ქვეყანას. ადრე ფორმალურად მაინც ამბობენ და ახლა ვეღარც ამბობენ, რომ საქართველო სუვერენულია", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)