|
2023-04-06 11:31:38, 798 ნახვა
პოლიტიკა
მურუსიძე - ცხადია, აშშ მურუსიძეს მოერევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის სიმართლეს ლაპარაკობს
მე არ ჩამიდენია ისეთი რამ, რასაც სანქცირება უნდა მოჰყოლოდა, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მის მიმართ სანქციების დაწესების საკითხზე განაცხადა. მურუსიძის თქმით, აღნიშნული ქმედებით, აშშ-მა გზავნილი გაუგზავნა სხვა მოსამართლეებს, რომ თუ ისინი არ დაემორჩილებიან მოთხოვნებს, დასანქცირდებიან. "საბოლოო ჯამში, ღირსება მაინც ყველაზე მაღლა დგას. მე არ ჩამიდენია ისეთი რამ, რასაც სანქცირება უნდა მოჰყოლოდა. რადგანაც სხვა ბერკეტი ვერ მოძებნეს სასამართლო სისტემის ხელში ჩასაგდებად, გააკეთეს ეს, გაუგზავნეს სიგნალი სხვა მოსამართლეებს და უთხრეს, რომ აგერ, ხედავთ მურუსიძეს ჩვენ რა გავუკეთეთ? დაემორჩილებით ჩვენს დიქტატს? კი ბატონო, შესაბამისად, თქვენც იქნებით ამ სასამართლო სისტემაში. არავის არ უთქვამს, რომ ბატონო ლევან, მობრძანდით და თქვენ რომ ბრალდებას გიყენებთ კორუფციაში, თქვენ რა არგუმენტები გაქვთ საპირისპირო?! აშშ ძლიერი, გავლენიანი ქვეყანაა და რა თქმა უნდა, მურუსიძეს მოერევა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმართლეს ლაპარაკობს", - განაცხადა ლევან მურუსიძემ "ქრონიკასთან" სატელეფონო საუბრისას. შეგახსენებთ, გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)