|
2023-04-04 12:20:04, 924 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - კრამონი არის თავისუფალი ადამიანი და თავად წყვეტს, სად და როდის მივიდეს
ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონი არის ევროპარლამენტის წევრი, ის არის თავისუფალი ადამიანი და თავად წყვეტს, სად და როდის მივიდეს,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინკიმ უპასუხა შეკითხვას, რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის მხრიდან, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მისვლასთან დაკავშირებულ კრიტიკას შეეხებოდა. "ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონი არის ევროპარლამენტის წევრი, ის არის თავისუფალი ადამიანი და თავად წყვეტს, სად და როდის მივიდეს. სხვა კომენტარს მე ვერ გავაკეთებ",- განაცხადა ჰერჩინსკიმ. შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს, მთავრობის კანცელარიასთან 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე საქართველოში ვიზიტით მყოფი გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი იმყოფებოდა.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)