09:35 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 19:54:25, 1059 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ინგრიდა შიმონიტეს შეხვდა - ვიდეო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტისას ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ინგრიდა შიმონიტეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უკრაინაში მიმდინარე ომზე და რუსულ აგრესიაზე. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ საკუთარ თავზე გამოსცადა  რუსული აგრესია  და ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება.

პრეზიდენტის განცხადებით,  დღეს ქართველი ხალხი გაერთიანებულია ერთი საერთო მიზნის გარშემო და ეს საქართველოს ევროპული მომავალია, ეს კი დეპოლარიზაციისკენ წინგადადგმული ნაბიჯია.

მხარეებმა ასევე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს.

აღინიშნა, რომ საჭიროა ნატოს მომავალ სამიტზე, რომელიც ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება, საქართველო უმაღლესი დონით იყოს წარმოდგენილი. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველო ალიანსის საიმედო პარტნიორია.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics