02:24 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 17:36:06, 819 ნახვა

საზოგადოება
ლელა ჩიქოვანმა საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლელა ჩიქოვანმა შერაზ გასრის საქართველოში ელჩის პოზიციაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება. მინისტრის მოადგილემ ფრანგულ მხარეს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებისა და ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ფონზე, საერთაშორისო პარტნიორებისა და საფრანგეთის მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის უწყებებს შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და მომავალში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებზე იმსჯელეს; აღინიშნა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ერთობლივი კონტრიბუციის, „დიმიტრი ამილახვარის სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების პროცესში საფრანგეთის წვლილი და აქტიური ჩართულობა.

საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახალმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრა უკვე გამართა. შერაზ გასრი საქართველოში ელჩის თანამდებობაზე 2022 წლის ბოლოს დაინიშნა. წლების განმავლობაში ფრანგი დიპლომატი გაეროში, საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენლობაში პოლიტიკური მრჩევლის თანამდებობას იკავებდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics