05:47 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-02 15:52:50, 1215 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში, აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ტრენინგი გაიმართა

დღეს, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა. ქედაში, წონიარისის ადმინისტრაციულ ერთეულში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსახლეობასთან ტრენინგი გაიმართა თემაზე:  „აუტისტური სპექტრის  გამოვლენა და ქცევის პოზიტიური მართვა".

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ღონისძიება განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურული ღონისძიებების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

2 აპრილი აუტიზმი მსოფლიო დღედ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2007 წლის 18 დეკემბრიდან გამოაცხადა. მისი მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით და ასევე, ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics