|
2023-04-01 21:47:00, 1443 ნახვა
პოლიტიკა
კრამონი ლაზარე გრიგორიადისზე - ის გამოარჩიეს, მისკენ გაიშვირეს თითი და ეს სამარცხვინოა
გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც ცოტახნის წინ მთავრობის კანცელარიასთან, ლაზარე გრიგოლიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა, აცხადებს, რომ ახალგაზრდისკენ თითის გაშვერა სამარცხვინო საქციელია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ლაზარე გრიგორიადისის მხარდაჭერას გამოხატავს. "მე ვფიქრობ, რომ სამარცხვინო იყო ის, რაც ცოტა ხნის წინ პარლამენტში მოხდა. ჩვენთვის, ევროკავშირში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანი გამოვიდა ლაზარეს მხარდასაჭერად. შესაძლოა, ჩადენილი იყო რაიმე დანაშაული, თუმცა, ის გამოარჩიეს, მისკენ გაიშვირეს თითი და ეს სამარცხვინოა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ყველას აქვს შეკრების უფლება, დემონსტრაციის გამართვის უფლება და არ უნდა გამოვარჩიოთ ინდივიდები, დემონსტრაციების მონაწილეები. ამიტომ არის კარგი, რომ ხალხი გამოვიდა და სოლიდარობა გამოხატა".
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)