|
2023-03-30 11:17:19, 1432 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი კონცეპტში“ ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი "ხიდი: თბილისი - ციურიხი" ტარდება
„თიბისის“ მხარდაჭერით კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში 4 აპრილს ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი „ხიდი: თბილისი - ციურიხი“ ტარდება. ფესტივალის ფარგლებში შვეიცარიული არქიტექტურის ჩვენება შედგება, რომელსაც მოწვეული შვეიცარიელი არქიტექტორები გაუძღვებიან და აუდიტორიას კულტურული წარმატების ისტორიის კრიტიკულ ასპექტებს გააცნობენ. შეხვედრა სალექციო ფორმატში ჩატარდება, რომელიც ფილმის ჩვენებასა და დისკუსიას მოიცავს. კულტურის ინტერდისციპლინური ფესტივალი "ხიდი: თბილისი - ციურიხი" მოიაზრებს თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის გაცნობას შვეიცარიაში და პირიქით, შვეიცარიული თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის გაცნობას საქართველოში. ფესტივალი ქართული პროგრამით პირველად 2021 წლის ოქტომბერში ციურიხში გაიმართა, ახლა კი სარკისებრი პრინციპით თბილისში, შვეიცარიული პროგრამით ტარდება. პროგრამა ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის გაღრმავებასა და თანამშრომლობის ქსელის შექმნას. 1-10 აპრილის პერიოდში ფესტივალი ქართველი პუბლიკის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება, რომელიც მოიცავს კინოს, ლიტერატურას, არქიტექტურას, ხელოვნებასა და მუსიკას. ფესტივალი 1 აპრილს ფერდინანდ ჰოდლერისა და პაულ კლეეს იმერსიული გამოფენით აუდიო ვიზუალურ მუზეუმში, HOLOSEUM-ში გაიხსნება. „თიბისი კონცეპტისთვის“ კულტურული პროექტების მხარდაჭერა და ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა ყოველთვის ერთ-ერთ ძირითად ღირებულებას წარმოადგენდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელს ვუწყობდეთ კულტურულ ძვრებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. სწორედ ამიტომ, შვეიცარიულ ფესტივალთან თანამშრომლობით ხელოვნების პოპულარიზაციას ვუწყობთ ხელს და გვჯერა, რომ შვეიცარიული და ქართული კულტურის დიალოგი მომავალში გრძელვადიანი პარტნიორობის საწინდარია“ - ამბობს სოფო კიკვაძე, „თიბისი კონცეპტის“ მარკეტერი. „თიბისი კონცეპტი“ მუდამ მზადაა კულტურულ ფესტივალებს უმასპინძლოს და ქართულ აუდიტორიას, განსაკუთრებით კი ახალ თაობას, ხელოვნების მიმართულებით არაერთი საინტერესო სიახლე გააცნოს. „ხიდი: თბილისი - ციურიხი“ მისამართი: თიბისი კონცეპტი | კ. მარჯანიშვილის ქ. 7, მე-4 სართული. ფესტივალის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.zuerich-tbilissi.ch/ka/programm https://www.facebook.com/Br%C3%BCcke-Z%C3%BCrich-Tbilissi-105806515159641
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)