|
2023-03-28 19:01:38, 844 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან მიმდინარე რეფორმები განიხილა
რატი ბრეგაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა. იუსტიციის მინისტრმა შეხვედრაზე სამინისტროს ფარგლებში მიმდინარე რეფორმები განიხილა და ხაზი გაუსვა PACE-ის მონიტორინგის კომიტეტთან თანამშრომლობის მნიშვნელობას სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის გზაზე. საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ მიღწეულ გამარჯვებებსა და საქართველოს მიმართ არსებული საჩივრების მკვეთრი კლების ტენდენციას. კერძოდ, ათი წლის წინ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ განიხილებოდა 3000-მდე საქმე, ხოლო მიმდინარე წელს - მხოლოდ 147, რაც საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგი და შიდა სასამართლოებისადმი მოქალაქეთა ნდობის გაძლიერების გამოხატულებაა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებების ეროვნულ დონეზე აღსრულების გაძლიერების მიზნით გასულ წელს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის 12 პუნქტიდან შესრულებული ერთ-ერთი რეკომენდაცია. მინისტრის თქმით, უწყება აგრძელებს მუშაობას ადამიანის უფლებების გაძლიერებისთვის. ამისთვის შემუშავდა ახალი პენიტენციური კოდექსი და სტრატეგია, აქტიურად მიმდინარეობს პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამები, შეიქმნა ციფრული უნივერსიტეტი მსჯავრდებულებისთვის, გაფართოვდა დასაქმების შესაძლებლობები, შემუშავდა სპორტის მართვის სტრატეგია, ციხის გადატვირთულობის პრობლემის მოსაგვარებლად გაზაფხულის ბოლოს გაიხსნება ახალი ციხე ლაითურში.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)