|
2023-03-27 21:15:28, 761 ნახვა
პოლიტიკა
ლიეტუვის პარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად მიიღო
ლიეტუვის პარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია 114 ხმით მიიღო. ლიეტუვის დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, თავი შეიკავონ წინააღმდეგობრივი საკანონმდებლო ინიციატივებისგან, რაც გამოიწვევს დაპირისპირებას, ადამიანების უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, რაც ზიანს მიაყენებს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების საკითხს. ამასთან ერთად სეიმი მმართველ პარტიას მოუწოდებს, რომ მოხდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გადაყვანა, მიხეილ სააკაშვილის თემის გარდა საუბარი ასევე შეეხო, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საკითხსაც, რაც კანდიდატის სტატუსის მისაღებად ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად არის მოყვანილი, ვინაიდან კრიტიკული ტელევიზიის დამფუძნებლის, გასამართლება კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების სამართლიანობაზე. „თავი შეიკავეთწინააღმდეგობრივი საკანონმდებლო და სხვა ინიციატივებისგან, რომლებიც იწვევს დაპირისპირებას, ზღუდავს ადამიანის უფლებებს, სიტყვის თავისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას და ზიანს აყენებს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას", - ნათქვამია დოკუმენტში.
პაველ დუროვი: საქართველო მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტმა ეროვნული სირცხვილი გამოავლინა
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)