|
2023-03-24 23:10:19, 979 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - რუსეთმა ვერ შეასრულა თავისი ომის ვერც ერთი მიზანი და ეს ომი უკვე წააგო
რუსეთმა უკვე წააგო ეს ომი, ვერ შეასრულა თავისი ომის ვერც ერთი მიზანი ამ ერთი წლის მანძილზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთმა დაკარგა თავისი რეპუტაცია, რომ თითქოსდა იყო სამხედრო შესაძლებლობის ქვეყანა, რომელსაც ვერავინ დაამარცხებდა. "რუსეთმა უკვე წააგო ეს ომი. ვერ შეასრულა თავისი ომის ვერც ერთი მიზანი ამ ერთი წლის მანძილზე. დაკარგა თავისი რეპუტაცია, რომ იყო თითქოს სამხედრო შესაძლებლობის ქვეყანა, რომელსაც ვერავინ დაამარცხებდა. არავინ არ იცის, რა იქნება საბოლოო შედეგი, მაგრამ ბევრი ბრძოლა უკვე წააგო. წააგო, როცა ვერ მიაღწია, დაშლილიყო უკრაინის ახალგაზრდა მთავრობა. ვერ მიაღწია, რომ უკრაინის მოსახლეობა დაიშალოს ორად, იყოს რაღაცა წინააღმდეგობები შიგნით. ვერ მიაღწია, რომ ევროპა და ამერიკა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გერმანია სრულიად შეიცვალა და დღევანდელი გერმანია არის, რეალურად, პირმშო ამ რუსეთის უკვე წაგებული ბრძოლების", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პაველ დუროვი: საქართველო მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტმა ეროვნული სირცხვილი გამოავლინა
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)