|
2023-03-24 20:20:19, 900 ნახვა
პოლიტიკა
„გერმანია საქართველოს გადამწყვეტი და სტრატეგიული პარტნიორია“ - ბერბოკისა და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის შეხვედრა ოპოზიციის ლიდერებთან დასრულდა. როგორც პარტია ლელოს ლიდერმა აღნიშნა, შეხვედრა იყო ძალიან საქმიანი, გულახდილი და პირდაპირი, საკითხი შეეხო 12 რეკომენდაციას, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არა თუ არ სრულდება, არამედ განწყობაც კი არ იგრძნობა, რომ საკითხი შესრულდება. ენმ-ის გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, 12 რეზოლუციასთან ერთად საუბარი შეეხო მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საკითხს. როგორც ცისკარიშვილი აღნიშნავს, მან გერმანელ დიპლომატს აუხსნა სიტუაციის სიმწვავე და მოახსენა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და შესაძლოა მისი საკითხი ფატალურად დასრულდეს. „შეხვედრა იყო ძალიან საქმიანი, ძალიან პირდაპირი და გულახდილი. თქვენ იცით, რომ გერმანია არის გადამწყვეტი და სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსი მთელი მისი ისტორიის და განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში ისევე, როგორც საფრანგეთი. მათ საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილება შეუძლიათ მიიღონ იმ ასპირაციაში, რაც არის ჩვენთვის ევროკავშირის კანდიდატობის მიღება", - განაცხადა ხაზარაძემ. შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი 2 დღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში გუშინ გვიან ღამით ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ბერბოკი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს და საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ბრიფინგი გამართეს, გერმანელი დიპლომატი ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს. ანალენა ბერბოკი ქვეყანას დღეს ღამით დატოვებს.
პაველ დუროვი: საქართველო მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტმა ეროვნული სირცხვილი გამოავლინა
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)