|
2023-03-24 20:05:22, 922 ნახვა
პოლიტიკა
„ეს არის „რუსული ოცნების“ ძალმომრეობითი პოლიტიკის ნაწილი“ - ენმ გუბაზ სანიკიძის საკითხზე განცხადებას ავრცელებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გმობს გუბაზ სანიკიძეზე განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ეს შემთხვევა არის „რუსული ოცნების“ ძალმომრეობითი პოლიტიკის ნაწილი და დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა მოღალატე, შეშინებული, ძალადობრივი „რუსული ოცნების“ სახე. მათივე თქმით, „რუსულ ოცნებას“ არანაირი მენტალური და მორალური რესურსი აღარ დარჩა, რომ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გარეშე მოუსმინოს განსხვავებულ აზრს. „რუსული ოცნება“ დგას მხოლოდ ღია ძალადობაზე, რომელსაც ლეგიტიმაცია სრულად აქვს დაკარგული“, - წერია განცხადებაში. ამასთან, როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აუცილებელია 9 აპრილს, 17:00 საათზე უნდა გამოვიდეს ყველა რუსთაველზე და უარი უთხრას ყველამ „რუსულ ოცნებას“; „7-10 მარტის მოვლენებმა კარგად აჩვენა ვის აქვს რეალური ძალა ამ ქვეყანაში. ძალა სიმართლეშია, ძალა ევროპაშია, ძალა ქართველ ხალხშია. გამოვიდეთ 9 აპრილს, პარლამენტის წინ, 15:00 საათზე! ვუთხრათ არა რუსულ მთავრობას, ვუთხრათ არა რუსულ რეპრესიებს ! გავიყვანოთ საქართველო სამშვიდობოს, შევიყვანოთ საქართველო ევროპაში“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
პაველ დუროვი: საქართველო მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტმა ეროვნული სირცხვილი გამოავლინა
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)