|
2023-03-24 19:20:18, 920 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ოპოზიციას ხვდება
გერმანიის ელჩის რეზიდენციაში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ოპოზიციას ხვდება. გერმანელ დიპლომატთან შეხვედრაზე იმყოფებიან „ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე, „საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი. ოპოზიციიასთან შეხვედრის შემდეგ, ანალენა ბერბოკი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი 2 დღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში გუშინ გვიან ღამით ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ბერბოკი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს და საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ბრიფინგი გამართეს, გერმანელი დიპლომატი ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყანას დღეს ღამით დატოვებს.
პაველ დუროვი: საქართველო მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტმა ეროვნული სირცხვილი გამოავლინა
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)