|
2023-03-24 17:23:18, 896 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ხალხი არ შეეგუება კრემლიდან მართულ ე.წ. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, რომელიც რუსულ ინტერესებს წარმოადგენს
ქართველი ხალხი არ შეეგუება რუსულ ხელისუფლებას, კრემლიდან მართულ ე.წ. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტში რუსულ ინტერესებს წარმოადგენდა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს ურყევად აქვთ გადაწყვეტილი, რომ ქვეყანა უნდა იყოს ევროპული ოჯახის წევრი, აქედან გამომდინარე, ხალხი არ შეეგუება რუსულ ხელისუფლებას და ყოველგვარი პარტიული მიკერძოების გარეშე, გააგრძელებენ ბრძოლას ევროპული მომავლისთვის. „სენაკის, მარტვილის და ფოთის შემდეგ, ჩვენ ვართ წალენჯიხაში, ფახულანში, საიდანაც რამდენიმე ასეულ მეტრში არის ოკუპანტი. ის ოკუპანტი, რომელსაც დღეს ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტში. ადგილზე შევხვდით მოსახლეობას და ვისაუბრეთ 9 აპრილის აქციის მნიშვნელობაზე, ასევე ხვალ ზუგდიდში 3 საათზე გაიმართება აქცია, რომელიც იქნება საინფორმაციო ხასიათის 9 აპრილთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებს ურყევად აქვთ გადაწყვეტილი, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს ევროპული ოჯახის წევრი. ისინი არ შეეგუებიან რუსულ ხელისუფლებას, კრემლიდან მართულ ე.წ. პრემიერ მინისტრს და ქართველი ხალხი ყოველგვარი პარტიული მიკერძოების გარეშე აპირებს საკუთარი ევროპული მომავლისთვის ბრძოლას“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)