|
2023-03-24 12:40:30, 692 ნახვა
პოლიტიკა
ანალენა ბერბოკი „უცხოური აგენტების“ კანონპროექტზე - კარგია, რომ გაიწვიეს
კარგია, რომ მოხდა გაწვევა, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ბერბოკმა აღნიშნა, კანონპროექტის გაწვევა ქართული საზოგადოების კრიტიკისა და "გარედან" მიღებული მითითებების შედეგად მოხდა. "ეს არის ჩემთვის ერთადერთი მართვებული გზა. პატივი უნდა ვცეთ ამ გადაწყვეტილებას. ეს არის კრიტიკა საკუთარი საზოგადოებიდან დ ასევე მითითებები გარედან. ეს არ არის სიუსუსტე, ეს არის გაძლერების ხელშეწყობა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ხაზს უსვამს, თუ რამდენად დიდია საქართველოს მოსახლეობის სურვილი ევროკავშირში შესვლისა", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, საქართველოში მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან შეხვედრამდე, არასამთავრობო სექტორს ესაუბრა. შეხვედრები ასევე დაგეგმილია პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)