|
2023-03-23 23:54:24, 879 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს
ვფიქრობ, რაღაცნაირად ალბათ ეს თანამშრომლობა დასრულდება, - ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. დეკანოიძის თქმით, პარტიის დატოვების მიზეზი, თანაპარტიელებთან აზრთა სხვადასხვაობაა ხდება. მან დასძინა, რომ პარტიის დატოვების შემდეგ არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას და კვლავ გააგრძელებს ბრძოლას მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის. „ვფიქრობ, რაღაცნაირად ალბათ ეს თანამშრომლობა დასრულდება. ვერ გეტყვით დროს და მომენტს. ეს ლოგიკურია იმის შემდეგ, რაც მე გუშინ ვთქვი. პოლიტიკიდან არ ვაპირებ წასვლას. როდესაც ოფიციალურად დადგება ასეთი გადაწყვეტილება, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლები შეიძლება გავაკეთო მიშასთვის ან ნიკასთვის. ჩემთვის ეს პრინციპისა და ღირსების საკითხია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)