|
2023-03-23 22:30:36, 937 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი ღარიბაშვილს - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვედრილი ინფორმაცია შემოწმებული და გადამოწმებულია
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კონცენტრირებულია საკითხებზე და არა პოლიტიკურ პარტიებზე, მასში შემავალი ინფორმაცია შემოწმებული და გადამოწმებულია, - ასე გამოეხმაურა აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც, განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეყრდნობა დასკვნებს, რომლებიც ე.წ. ელიტური NGO-ების მიერ მომზადდა. დეგნანის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის კარგი საშუალება და წყარო, რომ დავინახოთ თუ რა ხარვეზებია და რა იცვლება და უმჯობესდება წლების განმავლობაში. „ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კონცენტრირებულია საკითხებზე და არა პოლიტიკურ პარტიებზე ან კონკრეტულ პირებზე და როდესაც ანგარიშში ხვდება ინფორმაცია, ის არის შემოწმებული და გადამოწმებული. ეს ანგარიშები არის კარგი საშუალება და წყარო, დავინახოთ რა საჭიროებები არსებობს და სად არის ხარვეზი, ასევე რა იცვლება წლების განმავლობაში, რა უმჯობესდება“, - განაცხადა დეგნანმა. შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე, განაცხადა, რომ იგი არაობიექტურ და უსამართლო დასკვნებს ეყრდნობა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)