|
2023-03-23 22:05:10, 860 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე - მერაბიშვილს საუბარს ვერავინ აუკრძალავს, მაგრამ მისი პარტიის სახელით საუბარი დამაზიანებელია
ვანო მერაბიშვილს საუბარს ვერავინ აუკრძალავს, რადგან დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება, მაგრამ პარტიის სახელით მისი საუბარი დამაზიანებელია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ბოიკოტი არ არის ის ერთადერთი თემა, რაზეც პარტიისგან განსხვავებული პოზიცია აქვს, მათ შორის მისი უკმაყოფილება პოლიტსაბჭოს არჩევნებმა გამოიწვია, რომელიც, როგორც თავად აღნიშნავს გამჭირვალედ არ ჩატარდა, ამასთან ერთად იყო 9 აპრილის აქციის საკითხი და სხვა საკითხები, რაშიც ის საკუთარი პარტიის წევრებთან თანხვედრაში ვერ მოდის. „ნებისმიერი გადაწყვეტილება თქვენთვის ფართოდ იქნება ცნობილი ყველა ნიუანსით და მიზეზით. ბოიკოტი არ არის ერთადერთი თემა, რაზეც პარტიისგან განსხვავებული პოზიცია მაქვს. პარტიაში ჩემი უკმაყოფილება იყო პოლიტსაბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც, ვფიქრობ, გამჭვირვალედ არ ჩატარდა, ასევე 9 აპრილის აქციასთან, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან და ასე შემდეგ. თავმჯდომარეობის კანდიდატურაზე თავიდანვე განსხვავებული პოზიცია მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ პირადული არანაირი პრობლემა არ მაქვს და ლევან ხაბეიშვილი იყო ძალიან კარგი ანტიკორუფციული მიმართულებით, საკრებულოს ძალიან კარგი წევრი, ასევე ძალიან კარგი ახალგაზრდა პოლიტიკოსი, მიზეზები დავასახელე, მათ შორის ის, რომ ყველა წევრის ინტეგრაცია შეიძლება ვერ მოხდეს და ეს პოლიტსაბჭოზე დადასტურდა. სხვადასხვა განსხვავება მაქვს და, პრინციპში, ამაში ერთ-ერთი როლი ითამაშა ვანო მერაბიშვილის ძალიან აქტიურმა ჩართულობამ. ვანო მერაბიშვილს საუბარს ვერავინ აუკრძალავს, რადგან დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება, მაგრამ პარტიის სახელით მისი საუბარი დამაზიანებელია, რადგან 2012 წლის პარადიგმიდან უნდა გამოვიდეთ. ვფიქრობ, პარტიამ თავისი ზიანი უკვე მიიღო“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)