16:53 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-22 16:22:04, 1395 ნახვა

ომი უკრაინაში
ფუმიო კიშიდა - მოვუწოდებ პუტინს, გაითვალისწინოს საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია და უკრაინაში აგრესია შეწყვიტოს

იაპონია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, სანამ მშვიდობა არ დაბრუნდება მის ლამაზ მიწაზე, - ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს ძირს უთხრის, აქედან გამომდინარე პუტინმა უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე.

"იაპონია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, სანამ მშვიდობა არ დაბრუნდება მის ლამაზ მიწაზე. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს. საკუთარი თვალით ვნახე რუსული აგრესიის საშინელი შედეგები კიევსა და ბუჩაში. გასულ თვეებში, დიდი შვიდეულის სამიტის დროს, ასევე გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით, რომელსაც მხარი 141-მა ქვეყანამ დაუჭირა, რუსეთს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პრეზიდენტ პუტინს, გაითვალისწინოს საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე", - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics