07:31 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-21 12:44:42, 1553 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა - აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 35%-ით გაიზარდა

დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატები უსურვა როგორც პროფესიულ, ისე პირად საქმიანობაში.

თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში არსებულ მზარდ ეკონომიკურ ტენდენციებზე ისაუბრა.

2022 წლის წინასწარი მონაცემებით, აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 116.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 37%-ით აღემატება.

"ბიზნეს საქმიანობის ეს დადებითი ტენდენცია განპირობებულია იმ სამშვიდობო პოლიტიკით, რომელსაც ატარებს საქართველოს ხელისუფლება. შესაბამისად, ქვეყანა ინარჩუნებს სტაბილურ ბიზნეს გარემოს. ეს არის განმაპირობებელი იმ ნდობის, რომელსაც ჩვენ ვხედავთ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ როგორც ეკონომიკურ, ისე საინვესტიციო პოლიტიკას, რათა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ შარშანდელი შედეგები", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ზრდის ტენდენციაა ბიზნეს სექტორის 2022 წლის კვარტალურ მაჩვენებლებშიც. IV კვარტლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ბრუნვა გაზრდილია 20%-ით, გამოშვება 16%-ით, ხოლო დასაქმება 8%-ით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics