|
2023-03-21 11:51:55, 972 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტისგან უმკაცრესი წერილი მიიღო
გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტიდან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც ეხება მარტის საპროტესტო აქციებს,- ამის შესახებ ცოტახნის წინ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა. ხოშტარიას თქმით, წერილი შეიცავს ძალიან მკაცრ გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები სრულად იყოს დაცული. ხოშტარიას თქმითვე, წერილში, ასევე, საუბარია ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე და აღნიშნულია, რომ ამ კანონის დღის წესრიგში დაბრუნება საქართველოსთვის ყველანაირ პერსპექტივას დახურავს. "გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტიდან უმკაცრესი წერილი მიიღო, რომელიც ეხება მარტის საპროტესტო აქციებს, კერძოდ, ძალიან მკაცრ გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები სრულად იყოს დაცული. ასევე, ძალიან მკაცრად არის საუბარი იმაზე, რომ ფიქრიც კი კანონის დღის წესრიგში დაბრუნებაზე დახურავს საქართველოსთვის ყველანაირ პერსპექტივას და ამისთვის საქართველოს მთავრობა დაისჯება. ბუნებრივია, ამ წერილს ირაკლი ღარიბაშვილი არ გამოაქვეყნებდა და ეცდებოდა, რომ კარგად დაემალა, მაგრამ ვაქვეყნებთ ამ წერილს და შეგიძლიათ ნახოთ, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ პარტნიორები მშვიდობიანი პროტესტანტების, ახალგაზრდების და არასამთავრობო სექტორის უფლებების დაცვას",- განაცხადა ხოშტარიამ. შეგახსენებთ, რომ 10 მარტს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომას 112 დეპუტატი ესწრებოდა. მათგან კანონპროექტის წინააღმდეგ 35 კანონმდებელი წავიდა, 1-მა კი, მხარი დაუჭირა. ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ, 9 მარტს გამოიწვია. გამოწვევის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა.
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)