15:44 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-21 11:50:39, 1100 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე - ეყრდნობა დასკვნებს, რომლებიც ე.წ. ელიტური NGO-ების მიერ მომზადდა

ანგარიში ეყრდნობა იმ ინფორმაციებს, არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნებს, რომლებიც მომზადდა ე.წ. ელიტური არასამთავრობოების მიერ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყანაში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს იმიჯის დისკრედიტაციას ცდილობს.

"მე გავეცანი ძალიან მოკლედ საქართველოს შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს და ძირითად აქცენტებს, რაც გამოკვეთილია. სამწუხარო ფაქტია, რომ ანგარიში ეყრდნობა იმ ინფორმაციებს, არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნებს, რომლებიც მომზადდა ე.წ. ელიტური არასამთავრობოების მიერ, რაც სამწუხაროა. თქვენს მიერ ნახსენები ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს, ეს არის მხოლოდ სპეკულაციები და ცალკეული ან ანგაჟირებული და მიკერძოებული ადამიანების ცრუ ინფორმაციებზე დაყრდნობით არის მომზადებული და ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის. ჩვენს ქვეყანაში ასეულობით არასამთავრობოა, რომელიც არასწორ ინფორმაციას ავრცელებს მთელ მსოფლიოში და ცდილობს ჩვენი ქვეყნის იმიჯის დისკრედიტაციას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics