15:44 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-20 17:28:19, 1069 ნახვა

პოლიტიკა
ჩალაძე პოლონელი ექიმების დაშვებაზე - რაც ბრეგაძემ გააჟღერა, „მოკლეფეხებიანი ტყუილია“

რაც რატი ბრეგაძემ გააჟღერა, არის ტყუილი - "მოკლეფეხებიანი ტყუილი", - ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ უწყებაში ექსპრეზიდენტის ან მისი ოჯახის მხრიდან, მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვის მოთხოვნით, განცხადება არ შესულა.

ჩალაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე რატი ბრეგაძეს მოუწოდა, შეასრულოს პირობა, რომელიც მესამე პრეზიდენტთან ევროკავშირის სამედიცინო მისიის დაშვებას შეეხება.

"მინდა რატი ბრეგაძის განცხადებას გამოვეხმაურო. დღევანდელი ინფორმაცია, რაც მან გააჟღერა, არის ტყუილი - "მოკლეფეხებიანი ტყუილი". ბ-ნო რატი, მინდა გაგაფრთხილოთ და მოგმართოთ თხოვნით, რომ ნებისმიერი ცრუ ინფორმაცია და არასწორი ინტერპრეტაცია ნებისმიერი საკითხის ზუსტად ასეთ გამოხმაურებას ჰპოვებს ჩვენგან, მაგრამ ეს არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილთან პრემიერ-მინისტრის მიერ საჯაროდ დადებული პირობის აღსრულება, რომელიც მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე დადო და შემდეგ თქვენი პირობა ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებთან, რომ დაუშვებდით პრეზიდენტ სააკაშვილთან ევროკავშირის სამედიცინო მისიას, რომლის ინიციატორიც არის პოლონეთის მხარე... მოგიწოდებთ, საქმით დავკავდეთ და არ დავიწყოთ ფურცლებით ხმალაობა",  - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 20 მარტს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ "არ ყოფილა შემოსული არც მიხეილ სააკაშვილის, არც მისი ოჯახის მხრიდან რამე განცხადება, რომლის მიხედვითაც გვთხოვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართულიყვნენ უცხოელი ექიმები".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics