12:28 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-19 20:18:44, 1161 ნახვა

საზოგადოება
მწერალი დავით ტურაშვილი ემოციური მიმართვის შემდეგ გულის კლინიკაში გადაიყვანეს - ვიდეო

მწერალი დავით ტურაშვილი ტელეკომპანია "ფორმულაში" ემოციური გამოსვლის შემდეგ შეუძლოდ გახდა. გადაცემა "მე 17 სართულის" მიმდინარეობისას, მწერალი სასწრაფო დახმარების ავტომობილით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ფორმულას წამყვანის, გიორგი თარგამაძის თქმით, ტურაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ზუსტი დიაგნოზი ხვალ იქნება ცნობილი.

„დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, როგორც ექიმები გვეუბნებიან მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ — ამბობს გიორგი თარგამაძე.

ამის შემდეგ გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, სოფო ხუნწარიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტურაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს.

"დღეს მე რასაც ვუყურე, ეს იყო ჯოჯოხეთი. კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა კაცი. არ გაპატიებთ. ბუნებრივია, ვეცადეთ ეთერში არ შეგვემჩნია. ნახევარი საათით ადრე გამოვედით ეთერიდან, რომ ტურიკა გადაგვეყვანა საავადმყოფოში. ახლა ყველაფერი კარგადაა და ასეც იქნება", — დაწერა მან.

ნეტგაზეთთან საუბარში ტურაშვილის შვილი ამბობს, რომ ის ახლა კარგად არის, თუმცა დღეს კლინიკაში დატოვებენ.

"გულის კლინიკაშია, ახლა ნორმალურად არის, მაგრამ ძალიან ინერვიულა და გული აწუხებს, ალბათ, იცით და მაქსიმალურად ყველას ვთხოვ, არ დაურეკოთ. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის".

„დაუჯერებელი რამეა, რაც ჩემს წინააღმდეგ იკადრეს... შეიძლება მართლა შევეწირო ამას,“— თქვა დათო ტურაშვილმა გადაცემის მიმდინარეობისას. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics