15:44 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-18 12:05:48, 1404 ნახვა

პოლიტიკა
იაგო ხვიჩია - „ნაცები“ ცდილობენ, მოებღაუჭონ სხვის აქციას და 9 აპრილთან დაკავშირებით ხალხს ალუზიები გაუჩინონ

„ნაცები“ ცდილობენ, მოებღაუჭონ სხვის აქციას, რომელიც საერთოდ არ ეხება აწმყოს და დღევანდელ სიტუაციას, - ასე გამოეხმაურა „გირჩის“ თავმჯდომარე, დეპუტატი იაგო ხვიჩია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილს დაანონსებულ საპროტესტო აქციას.

მისივე თქმით, 9 აპრილის აქციას საქართველოს ისტორიაში სხვა დატვირთვა აქვს და "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს ხალხს გაუჩინონ ალუზია ამ დღესთან დაკავშირებით.

„9 აპრილის აქცია ამ ქვეყნის ისტორიაში სხვა ვინმეს ეკუთვნის. ეს არ არის „ნაცმოძრაობის“ აქცია. „ნაცები“ ცდილობენ, მოებღაუჭონ სხვის აქციას, რომელიც საერთოდ არ ეხება აწმყოს და დღევანდელ სიტუაციას. მათ უნდათ, ხალხს გაუჩინონ ალუზია 9 აპრილთან დაკავშირებით“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, 9 აპრილს, 17:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქცია დაანონსა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics