|
2023-03-17 22:40:23, 1486 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ შამუგია არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდება ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. „ბოლო წლებში, ჩვენ ქვეყნებს შორის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის დინამიკა მზარდია, თუმცა, კიდევ უფრო დიდი პოტენციალი არსებობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, ყოველწლიურად, 15-20 %-ით იზრდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის როგორც წარმოება, ასევე ექსპორტი. არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აღნიშნული მიმართულებით დადებითად აისახება და საშუალებას მოგვცემს, გავაღრმავოთ თანამშრომლობა და მოვიზიდოთ ინვესტიციების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების, შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, განახლებადი ენერგიის, გარემოს დაცვის და სხვა არაერთი მიმართულებით, რაც წარმატებული და მომგებიანი იქნება ორივე მხარისთვის“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საამიროებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 85%-ს იმპორტი წარმოადგენს, შესაბამისად, არაბთა გაერთიანებული საამიროების სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მსგავს შეთანხმებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. არაბთა გაერთიანებული საამიროები დაინტერესებულია ინვესტიციების განხორციელებით ისეთი მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს სასურსათო უსაფრთხოებას, კლიმატის ცვლილების შერბილებას და სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევას. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ როგორც აგრარული, ასევე გარემოსდაცვითი მიმართულებებით საინვესტიციო შესაძლებლობების დეტალურად განხილვის მიზნით, ახლო მომავალში, საქართველოს არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა დელეგაცია ეწვევა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან პროცესს კოორდინაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გაუწევს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი აჰმედ იბრაჰიმ ალ ნუაიმი, არაბთა გაერთიანებული საამიროების სამთავრობო დელეგაციის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
სებ: EU-ის მიერ სანქცირებული 3 სუბიექტი არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს
შსს: კახეთში შვილმა მამა მოკლა, ცხედარი სახლის ეზოში დამარხა - ის დააკავეს
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)