16:34 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-17 22:12:11, 956 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი მერაბიშვილზე - სადისტი ასპარეზზე გამოვიდა, ვინაიდან მელიამ და ხაბეიშვილმა ვერ გაამართლეს

მერაბიშვილი თვითონ არ ჩანდა, ვინაიდან მისი, როგორც სადისტის, ავტორიტეტი სერიოზულად დამაზიანებელი იყო მისი პოლიტიკური გუნდისთვის, მაგრამ ბოლო პერიოდში გადაწყვიტა, რომ ნაბიჯები, ასპარეზზე გამოსვლაა საჭირო, ვინაიდან ვერც მელიამ და ვერც ხაბეიშვილმა ვერ გაამართლეს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მერაბიშვილმა მოახერხა ქართულ ისტორიაში ახალი სიტყვის თქმა, თუ როგორი სადიზმი უნდა გამოიჩინო ადამიანების მიმართ, რომ შენი პოლიტიკური მოსაზრებები დაამკვიდრო და ძალაუფლება ჩაიგდო ხელში.

„მერაბიშვილი თვითონ არ ჩანდა, ვინაიდან მისი, როგორც სადისტის, ავტორიტეტი სერიოზულად დამაზიანებელი იყო მისი პოლიტიკური გუნდისთვის, მაგრამ ბოლო პერიოდში გადაწყვიტა, რომ ნაბიჯები, ასპარეზზე გამოსვლაა საჭირო, ვინაიდან ვერც მელიამ და ვერც ხაბეიშვილმა ვერ გაამართლეს.

ხაბეიშვილს აქებს, რადგან მისი კანდიდატურაა, მან დაუჭირა მხარი და იძულებულია, თორემ ამ პოლიტიკურ პროცესებში მისი ჩართულობა იმ მიზანზე იყო ორიენტირებული, რომ გუნდი, რომელიც ფიზიკურ ძალას გამოიყენებდა, დაპირისპირებების პროვოკაციას მოახდენდა, სწორედაც ვანო მერაბიშვილს უნდა დაქვემდებარებულიყო, როგორც ამ თემის პროფესიონალს.

ერთ განცხადებაში ამბობს, პოლიციამ ძალას გადაამეტაო. ამას ამბობს ადამიანი, რომელმაც თავისი მეთოდებით „უზრუნველყო“, რომ  სწორედ საპროტესტო აქციის დაშლის დროს, რომელსაც ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა, უამრავი ადამიანი დაშავდა, დღემდე ჯანმრთელობა აქვს შერყეული და არაერთი დაიღუპა.

მოახერხა ახალი სიტყვის თქმა ქართულ ისტორიაში, როგორი სადიზმი უნდა გამოიჩინო ადამიანების მიმართ, რომ შენი პოლიტიკური მოსაზრება დაამკვიდრო, გაიტანო და ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. სწორედ ამ ნიშნით არის ვანო მერაბიშვილი შერჩეული და ამ ნიშნით ჩამოყალიბდება „ნაციონალური მოძრაობა“ უახლოეს პერიოდში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
სებ: EU-ის მიერ სანქცირებული 3 სუბიექტი არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს
შსს: კახეთში შვილმა მამა მოკლა, ცხედარი სახლის ეზოში დამარხა - ის დააკავეს
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics