13:39 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-17 11:17:32, 990 ნახვა

საზოგადოება
„მობილური იუსტიციის სახლი“ უკვე ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობასაც მოემსახურება

„მობილური იუსტიციის სახლის" გეოგრაფიული არეალი გაიზარდა. დღეიდან ის ქვემო ქართლის ხუთ სოფელსა და მათ შემოგარენში მცხოვრებ 23 000-მდე მომხმარებელს 470-ზე მეტ სერვისს მიაწვდის.

„მობილური იუსტიციის სახლის" ახალმა ავტომანქანამ პირველი სერვისი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მცხოვრებთ მიაწოდა. მომსახურების გაცემის პროცესს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი პირადად დააკვირდნენ და მოქალაქეებს სერვისების ხელმისაწვდომობაზე ესაუბრნენ.

„მობილური იუსტიციის სახლი" იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის 470-ზე მეტ სერვისს სთავაზობს იმ ათეულობით სოფლის მცხოვრებთ, სადაც იუსტიციის სახლები არ ფუნქციონირებს.

პროექტი 2021 წლის სექტემბერში ამოქმედდა და დღეისათვის კახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებს მოიცავს.

„მობილური იუსტიციის სახლის" 20 ავტომანქანა წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონს დაფარავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics