04:52 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-16 14:41:06, 1963 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ჩამოქვეითდა

Heritage Foundation-მა 2023 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველო 9 ადგილით ჩამოქვეითდა და 176 ქვეყანას შორის 35-ე, ხოლო ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის 21-ე ადგილს იკავებს.

საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ქულა 68.7-ია, რითაც ქვეყანამ "მეტწილად თავისუფალი" ქვეყნების ჯგუფიდან "ზომიერად თავისუფალი" ქვეყნების ჯგუფში გადაინაცვლა.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყნები შემდეგი კრიტერიუმის მიხედვით ფასდებიან: კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლება, ხელისუფლების ერთიანობა, მართლმსაჯულების ეფექტიანობა); მთავრობის ზომა (სახელმწიფო ხარჯები, საგადასახადო ტვირთი, ფისკალური სტაბილურობა); რეგულაციების ეფექტიანობა (ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება); საბაზრო თავისუფლება (საგარეო ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება).

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური, მეორეს შვეიცარია, ხოლო მესამეს ირლანდია იკავებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics