|
2023-03-16 13:28:13, 900 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს შექმნა გულაგების სისტემა
„ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს შექმნა გულაგების სისტემა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, მათი პოლიტიკური ფილოსოფია არის ადამიანების ჩაგვრა და როგორც კი პარტიაში „მიიღებენ ერთ გრამ ხელისუფლებასაც კი, გამოაჩენენ თავის ბრჭყალებს“. „ნაციონალური მოძრაობა არის პარტია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, შექმნა გულაგების სისტემა. სისტემა, სადაც ადამიანები ციხეში მოხვედრის შიშით, ან მოხვედრის გზით, იჩაგრებოდნენ, ითრგუნებოდნენ, ადამიანების ღირსების აყრა ხდებოდა და ძალადობა იყო მაშინდელი ხელისუფლების ყოველდღიური საქმე. ეს არის ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ფილოსოფია. გულაგების სისტემის შექმნა და ადამიანის ჩაგვრა. სხვათაშორის ამას დღესაც ვხედავთ ოპოზიციიდან. დღესაც იგივე აქვთ ის ფაშისტური კამპანია რაც აქვთ აწეული ადამიანების მიმართ, მათი ოჯახის წევრების მიმართ, როდესაც მიდის პირდაპირი მუქარა და ძალადობა, მათ შორის, ფსიქოლოგიური, აჩვენებს, რომ ამ ადამიანებმა საერთოდ ვერაფერი ვერ გააცნობიერეს. ისეთივე მოძალადეები არიან, როგორიც იყვნენ ხელისუფლებაში. ერთადერთი განსხვავებაა, რომ მათ არ აქვთ ძალაუფლების ბერკეტები და თავის ძალადობრივ იდეებს ვერ ახორციელებენ. როგორც კი მიიღებენ ერთ გრამ ხელისუფლებასაც კი, იმ მომენტშივე გამოაჩენენ თავის ბრჭყალებს და ზუსტად იმ გულაგების სისტემას აღადგნენ, რომელიც მათ ჰქონდათ საქართველოში დამკვიდრებული.. რაც შეეხება აქციების დაანონსებას, ეს პოლიტიკური ფარისევლობაა. გულაგების შემქნელი პარტია რომ საუბრობს ან დემოკრატიაზე, ან უფლებებზე, ან 9 აპრილთან ცდილობს, თავისი თავი გააიგივოს, ამით აჩვენებენ, რომ ყველაფრის გაუფასურება შეუძლიათ საკუთარი ყოფნით შორიახლოს. რეაქცია მარტივია. საზოგადოებამ უკვე ბევრჯერ დაანახა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მათი რადიკალური ქმედებები არ იქნება მიღებული“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
სებ: EU-ის მიერ სანქცირებული 3 სუბიექტი არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს
შსს: კახეთში შვილმა მამა მოკლა, ცხედარი სახლის ეზოში დამარხა - ის დააკავეს
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)