|
2023-03-14 22:32:45, 801 ნახვა
პოლიტიკა
ვარჰეი - EU რჩება საქართველოს მეგობრად, ქვეყანამ უნდა განახორციელოს ქმედებები, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი
EU რჩება საქართველოს მეგობრად და პარტნიორად და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოხდეს საქართველოს ინტეგრირება და საქართველომ უნდა განახორციელოს ქმედებები, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ სტრასბურგში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობასთან განახორციელა დემარში და წამოაყენა მოთხოვნა, რომ დაცული იყოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. "EU-მ განახორციელა ქვეყნის მთავრობასთან დემარში. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩვენ მოვითხოვთ, რომ მისი უფლებები იყოს დაცული, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ევროკავშირი მზადაა, გაუწიოს მხარდაჭერა საქართველოდ ამ მიმართულებით, ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ EU რჩება საქართველოს მეგობრად და პარტნიორად და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოხდეს საქართველოს ინტეგრირება და საქართველომ უნდა განახორციელოს ქმედებები, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი", - განაცხადა ვარჰეიმ.
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)