|
2023-03-14 12:32:25, 812 ნახვა
პოლიტიკა
„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა“ - ვთხოვთ პრეზიდენტს, გვარამიასთან მიმართებით შეწყალების აქტი გამოსცეს
"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა", რომელსაც დღეს ქართველი მწერლები და ლიტერატორები შეუერთდნენ, საქართველოს პრეზიდენტს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის შეწყალების აქტის გამოცემის თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ მოძრაობის წევრებმა განცხადება ცოტა ხნის წინ "დედაენის ბაღში" გააკეთეს. მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმიდან ერთ-ერთი სწორედ მედიის თავისუფლებას გულისხმობს, გვარამიას შეწყალება კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. "ჩვენ ჩვენი კოლეგების სახელით ვუერთდებით ნია გვარამიას გათავისუფლების მოძრაობას. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ. 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია მე-7 პუნქტი გულისხმობს, სწორედ მედიის თავისუფლებას და იმ პირობებში, როდესაც თითქმის ერთი წელი სრულდება რაც ნიკა გვარამია პატიმრობაშია და გვაქვს აღქმა, რომ მისი დაკავება იყო აქტი იმისა, რომ საბოტაჟი მოეწყო ამ ხელისუფლებას ევროკავშირისათვის, რათა ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. ახლა, აპრილის ბოლოს იქნება შუალედური დასკვნა, რამდენად აღასრულა საქართველომ ევროკავშირის რეკომენდაციები და სწორედ ეს მეშვიდე პუნქტი 12 რეკომენდაციიდან, პირდაპირ არის დაკავშირებული მედიასთან, ნიკა გვარამიასთან და ვთხოვთ საქართველოს პრეზიდენტს, აღასრულოს ევროპული და სამართლიანი პასუხისმგებლობით აღსავსე აქტი და გამოსცეს შეწყალების აქტი ნიკა გვარამიასთან მიმართებით. სიტყვებს უნდა მოჰყვებოდეს საქმე, ჩვენ სიტყვის ხალხი ვართ, მაგრამ ეს სიტყვა გულისხმობს საგნობრივ ქმედებას, ამიტომ ძაან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა რეალური ნაბიჯი გადადგას და შეიწყალოს ნიკა ", - განაცხადა მწერალმა, ლაშა ბუღაძემ. ცნობისთვის, "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა" 16 თებერვალს დაფუძნდა. მოძრაობა ტელეგადაცემიდან - "რა? სად? როდის?" ინტელექტუალებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლების ნაწილმა დააფუძნა. მათი მთავარი მიზანი გვარამიას საპატიმროდან დროული გათავისუფლებაა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)