|
2023-03-13 14:18:15, 757 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის სტრატკომი - მიზანმიმართულად და აგრესიულად მიმდინარეობს პრემიერის განცხადებების არასწორი ინტერპრეტირება
მთავრობის სტრატკომი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასულ ინტერვიუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ "პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია და მიზანმიმართულად ხდება მისი განცხადებების არასწორი ინტერპრეტირება". მთავრობის სტრატკომი განცხადებაში განმარტავს, თუ რისი თქმა სურდა პრემიერს და აღნიშნავს, რომ "ყალბი ციტატების ტირაჟირებით ვრცელდება "ფეიკნიუსები" და განსაკუთრებით აგრესიულად მიმდინარეობს ყალბი ინფორმაციის გავრცელება. "ტელეკომპანია „იმედის" ეთერში პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს შემდეგ, სოციალურ ქსელებსა და პოლიტიკურად ანგაჟირებულ მედიასაშუალებებში მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია და მიზანმიმართულად ხდება პრემიერ-მინისტრის განცხადებების არასწორი ინტერპრეტირება. ასევე, ყალბი ციტატების ტირაჟირებით ვრცელდება ფეიკნიუსები. განსაკუთრებით აგრესიულად მიმდინარეობს ყალბი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ეხება პრემიერის განცხადებებს აქციის მონაწილე ახალგაზრდებთან დაკავშირებით. გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ინტერვიუში განაცხადა: „გარდა ამ დესტრუქციული, ანარქისტული მოძრაობის წევრებისა, იქ ძალიან ბევრი გულანთებული მოსწავლეც იყო, ბევრი სტუდენტიც, მაგრამ არა ასეთი აგრესიული, - მშვიდად იდგნენ, აპროტესტებდნენ, უბრალოდ მხარს უჭერდნენ ევროპის იდეას". პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მიუღებელია ახალგაზრდების ნებსით თუ უნებლიეთ ჩართვა დესტრუქციულ პროცესებში. პრემიერ-მინისტრმა ასევე ვრცლად ისაუბრა ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებსა და შედეგებზე, აგრეთვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე. მიუხედავად ამისა, პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები ცდილობენ ფეიკნიუსების საშუალებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას",- ნათქვამია განცხადებაში.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)