|
2023-03-13 13:55:47, 762 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ხელისუფლების შეცვლა საქართველოში მოხდება არჩევნების გზით და ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა
დედაქალაქის მერმა მედიასთან საუბრისას ქვეყანაში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ შეაფასა და ოპოზიციის მიზნებზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ოპოზიციის მცდელობა, არეულობით და რევოლუციური სცენარით მოვიდნენ ხელისუფლებაში, განწირულია კრახისთვის. „ოპოზიციის მხრიდან ყოველდღიურად იყო მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ეს ჩვენ ხომ არ მოგვიგონია. კონკრეტული ადამიანები აკეთებდნენ ამ განცხადებებს. ვფიქრობ, ზოგიერთი პოლიტიკოსი რეალობას აცდენილია. ვერ ხვდებიან და ვერ ხედავენ, რა ვითარებაა ქვეყანაში. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია დაპირისპირებით, რევოლუციით, სისხლისღვრით, ძალიან ცდება. ხელისუფლების შეცვლა საქართველოში, ისევე, როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყანაში მოხდება ცივილური გზით და ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა და არა კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებსაც მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ - დაპირისპირება, არეულობა, სისხლისღვრა და ა.შ. არავის არაფერი გამოუვა. თუ ვინმე გადასცდება კანონის ფარგლებს, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)