|
2023-03-13 10:54:03, 872 ნახვა
პოლიტიკა
სად ნახა რიცხვი 100? - ვისურვებდი წყაროს ნახვას - კრამონი ევროპარლამენტარებთან დაკავშირებით ღარიბაშვილის განცხადებაზე
სად ნახა ღარიბაშვილმა რიცხვი (100)? - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 100 ევროპარლამენტარი კორუფციის სკანდალშია გახვეული. კრამონი სოციალურ ქსელში წერს, რომ სურს იმ წყაროს ნახვა, რაზე დაყრდნობითაც ქვეყნის მთავრობის მეთაურმა აღნიშნული განცხადება გააკეთა. "საინტერესოა, რომ ამ ევროპარლამენტარების უმეტესობა არის სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფიდან, რომელიც "ქართული ოცნების" პარტნიორი პარტიაა. თუმცა, სად ნახა ღარიბაშვილმა რიცხვი (100)? მან ჩვენზე მეტი იცის. ვისურვებდი წყაროს ნახვას, თუ შეიძლება", - წერს კრამონი Twitter-ზე. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ „ევროპარლამენტმა ჯობია თავის თავს მიხედოს“. „100 ევროპარლამენტარია გახვეული კორუფციულ სკანდალში. ჩვენ რატომ გვარიგებენ ჭკუას?!" - თქვა ღარიბაშვილმა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)