20:52 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-12 18:55:43, 1565 ნახვა

ომი უკრაინაში
გაიდაი - სამხედრო ტექნიკის დანაკარგების გამო, რუსები კრემენაიას მიმართულებით ძველ ტანკებს იყენებენ

სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო, რუსი ოკუპანტები იძულებული არიან, კრემენაიას მიმართულებით ძველ ტანკებზე გადაინაცვლონ, - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

გაიდაის თქმით, ამ ეტაპზე აქტიური ბრძოლები სვატოვო-კუპიანსკის, კრემენაიას, ლიმანისა და ბელოგოროვკას მიმართულებით მიმდინარეობს.

"რუსებს ლუგანსკში რეზერვები, ტექნიკა, საბრძოლო მასალა დაუგროვდათ. ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები მათ თანდათან ანადგურებენ", - ამბობს გაიდაი. 

მისივე თქმით, ოკუპანტები მუდმივად ცდილობენ უკრაინის თავდაცვის ხაზის გარღვევას, თუმცა ვითარება სტაბილური რჩება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics